About Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ Full Stack დეველოპერს მენტორის პოზიციაზე, რომელიც გაუძღვება Web Development-ის, React-ისა და JavaScript-ის კურსებს.
მენტორის მთავარი მიზანია პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა. თქვენი დახმარებით, სტუდენტები შეძლებენ განივითარონ ალგორითმული და სტრატეგიული აზროვნება, ტექნიკური კრეატიულობა და ის თავდაჯერებულობა, რაც აუცილებელია თანამედროვე ვებ-აპლიკაციების სრულყოფილი, პროფესიონალური მართვისა და დეველოპმენტისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით -სწავლება რეალური ქეისების გამოყენებით;
როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ გარემოში ვორქშოპების ჩატარება;
სხვისი კოდის ანალიზის, შეცდომების პოვნის და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიცემა;
სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება;