Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი, პროგრამირება და სხვა სფეროები.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ კონტენტის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბრენდის ციფრულ იმიჯსა და კონტენტ-სტრატეგიაზე. პოზიცია გულისხმობს პროცესების მართვას იდეიდან აღსრულებამდე: გადაღებების ორგანიზებას, ბრიფების მომზადებასა და გამართულ ფაბლიშინგს.
ძირითადი მოვალეობები
ციფრული არხების მართვა: ბრენდის ყველა ციფრული პლატფორმისთვის როგორც ორგანული, ისე Paid კონტენტის მომზადება და მართვა.
კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია: კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა, გადაღებების ორგანიზება, შემოქმედებითი დავალებების გაცემა და შესრულების მონიტორინგი; პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ინფლუენსერებთან.
შედეგზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა: ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან კოლაბორაციით მაღალეფექტური კონტენტის მომზადება, რომელიც მიზნად ისახავს ორგანული წვდომის ზრდას, ჩართულობის (Engagement) გაუმჯობესებასა და ლიდების გენერირებას.
მარკეტინგული კამპანიების მართვა: კამპანიების ინტეგრაცია შესაბამის არხებსა და კონტენტ ლაინებში.
გუნდური კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა გრაფიკულ დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორთან და ქოფირაითერთან; დედლაინების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) უზრუნველყოფა.
ვებ-კონტენტის მართვა: ვებ-გვერდისთვის საჭირო ტექსტური და ვიზუალური მასალების მომზადება (Landing Pages, ბლოგ-პოსტები, პროდუქტის აღწერილობები).
ანალიტიკა და რეპორტინგი: ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და წარგდენა მარკეტინგის ხელმძღვანელთან, შედეგების ანალიზი და მონაცემებზე დაყრდნობით ზრდის სტრატეგიების მუდმივი ოპტიმიზაცია.