H&M-ში გაყიდვების მრჩეველს (Sales Advisor) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის პროცესში. გაყიდვების მრჩეველი ესალმება მომხმარებლებს, უძღვება მათ მაღაზიაში და ეხმარება საჭირო პროდუქტის არჩევაში, ამასთანავე, წარმოაჩენს ჩვენს ასორტიმენტს. კომპანიის ღირებულებების შესაბამისად მოქმედებით, გაყიდვების მრჩეველი ხელს უწყობს როგორც საკუთარ წარმატებას, ასევე კომპანიის განვითარებას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
თანამშრომლობა
მაღაზიები ჩვენი კომპანიის გულს წარმოადგენენ, სადაც მომხმარებლები უშუალოდ ეცნობიან ბრენდს. მაღაზიის დინამიური გუნდის ყველა წევრი - გაყიდვების მრჩეველი, დეპარტამენტის მენეჯერი, მაღაზიის მენეჯერი, ვზუალური მერჩენდაიზერი, მენეჯერის ასისტენტი, მოლარე თუ მიწოდების თანამშრომელი, - ერთიანად ზრუნავს შთამაგონებელი და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნაზე. როგორც გაყიდვების მრჩეველი ითანამშრომლებ სხვადასხვა გუნდებთან საერთო წარმატების მისაღწევად. თქვენი მოვალეობა იქნება დაეხმაროთ მომხმარებლებს, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და თავიანთი სტილი გამოხატონ ახალი ტენდენციებითა და კლასიკური ელემენტებით. მაღაზიებში მომხმარებელთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებით, ჩვენ ვხდით მოდას ყველასთვის ხელმისაწვდომს და მდგრადს.
ჩვენ ვეძებთ ადამიანებს…
და ადამიანებს, რომლებიც…
ვინ ვართ ჩვენ
H&M ჯგუფი გლობალური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს მოდის ძლიერ ბრენდებსა და ინოვაციურ პროექტებს. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რომ არ არსებობს კომპრომისი განსაკუთრებულ დიზაინს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მდგრად გადაწყვეტილებებს შორის. ჩვენ გვსურს გავათავისუფლოთ მოდა ყველასთვის, ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ცენტრში არიან. ჩვენ ვაერთიანებთ ათასობით ნიჭიერ კოლეგას, რომლებიც ჩვენს საერთო კულტურასა და ღირებულებებს იზიარებენ. გვსურს გამოვიყენოთ ჩვენი ძალა, მასშტაბები და ცოდნა, საიმისოდ რომ მოდის ინდუსტრიას უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავლისკენ ვუბიძგოთ.
რატომ შეგიყვარდებათ ჩვენთან მუშაობა?
H&M ჯგუფში ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ დინამიურ და მეგობრულ კომპანიას. თანამშრომლებს ვთავაზობთ მიმზიდველ სამუშაო პირობებსა და განვითარების ფართო შესაძლებლობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შემოგვიერთდი
ამ პოზიციის დაწყების თარიღი 2026 წლის აგვისტოა.
ჩვენი უნიკალურობა მრავალი მიმართულების კომბინაციიდან მოდის - ინკლუზიური და კოლაბორაციული კულტურა, ძლიერი ღირებულებები და ზრდის შესაძლებლობები. მაგრამ ყველაზე მეტად მას განაპირობებს ჩვენი კოლეგები, სწორედ ისინი გვაქცევენ ისეთებად, როგორებიც ვართ.
გადადგი კარიერიერული ნაბიჯი წინ, ჩვენთან ერთად. შენი მოგზაურობა იწყება აქ.
** ჩვენმივყვებითდასაქმებისპროცესს, რომელიცსამართლიანობასადაკომპეტენციაზეადაფუძნებული. ამიტომგთხოვთ, არდაურთოთსამოტივაციოწერილითქვენსგანაცხადს.